logo_geo
eng_logo
გერმანიაში, კაცი მატარებლის მგზავრებს თავს დანით დაესხა და 3 ადამიანი მძიმედ დაჭრა
- +

7 ნოემბერი. 2021. 10:21

 

 

„სამხრეთ გერმანიაში, რეგენსბურგიდან ნიურნბერგისკენ მიმავალ მატარებელში კაცი მგზავრებს დანით დაესხა თავს. შედეგად, სამი ადამიანი მძიმედაა დაშავებული“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა, მედიის ცნობით, მომხდარიდან მალევე, მატარებელი ერთ-ერთ სადგურში გაჩერდა და პოლიციამ 27 წლის სირიელი კაცი დააკავა. შემთხვევის გამო, მატარებლიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

არცერთი დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

გერმანული მედიის ცნობით, დაკავებული კაცი გერმანიაში 2014 წელს ჩავიდა, მოგვიანებით კი, ქვეყანამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner