logo_geo
eng_logo
2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტთან აქცია „არ აგარევინებთ!“ გაიმართება
- +

7 ნოემბერი. 2021. 11:48

 

 

დღეს 7 ნოემბერია - ტელეკომპანია „იმედისა“ და ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე თარიღი. 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, 14 წლის შემდეგ, დღეს, სიმბოლურად, რუსთაველის გამზირზე გაიხსენებენ.

 

„არ აგარევინებთ!“ - ამ სახელწოდებით, პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“.

 

შეკრება 17:00 საათიდან დაიწყება. სავალდებულოა კოვიდწესების დაცვა, დისტანცია და პირბადის ტარება.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე, სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევისა და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 2008 წელს ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner