„დე-ფაქტო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მავნებლებმა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი რუსთავში 6 ნოემბერს გამართულ აქციაზე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ფაქტს.
როგორც ქართველიშვილი წერს, გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ მსგავს ღონისძიებებში მას არასდროს მიუღია მონაწილეობა:
„კი ბატონო... შეცდა, ნერვიულობდა, გულის პრობლემებიც ჰქონდა. შვიდი კაცი წაიყვანეს დმანისიდან ადგილობრივმა „ნაცებმა“ რუსთავის ციხესთან აქციაზე. 20-30 ლარს ურიგებდნენო - დაადასტურეს გარდაცვლილის ნათესავებმა. არც არასდროს მიუღიაო ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ნერვიულობამ გულის გაჩერება გამოიწვია - ბელადს შესწირეს ზვარაკი. აქციის ორგანიზატორებს არც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მოუთხოვიათ მიტინგის მიმდინარეობისას. მასე ხომ გადაარჩენდნენ და მსხვერპლშეწირვის აქტი ვერ შედგებოდა. არც მიტინგი შეუწყვეტიათ... თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. დე-ფაქტო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მავნებლებმა“, - წერს დავით ქართველიშვილი.