logo_geo
eng_logo
მეუფე სტეფანე: სალხინოს მამათა მონასტერში განდგომილობა დასრულდა და აღარასდროს აღდგება
- +

7 ნოემბერი. 2021. 14:00

 

 

 

„სალხინოს მამათა მონასტერში განდგომილობა დასრულდა და აღარასდროს აღდგება“ - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მეუფემ წირვა დღეს სალხინოს ტაძარში აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მან ქადაგებისას კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რომელთა გამოც მიიღო ბერების სასულიერო ცხოვრებიდან სამუდამოდ განკვეთის გადაწყვეტილება.

 

ეკლესიაში შუღლისა და არეულობის შეტანის მცდელობა, პატრიარქის მიმართა ცრუ ბრალდებები, ყოველდღიური პროვოკაციული ქმედებები ეპარქიაში და ეკლესიისა საწინააღმდეგო ქმედებები - ეს ის მიზეზებია, რის გამოც, მეუფის თქმით, 15-მდე სასულიერო პირი მონასტრიდან სამუდამოდ განკვეთა.

 

მიტროპოლიტი სალხინოს მონასტერში მესამე დღეა იმყოფება. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

 

სასულიერო პირების ნაწილს კელიების დატოვების ვადა საპატრიარქოს გადაწყვეტილებით 4 ნოემბერს ამოეწურა. მათ კელიები საკუთარი ნებით არ დატოვეს, რის გამოც, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს მონასტერი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner