ყაზახეთში, ყარაგანდის ოლქის ქალაქ აბაიში არსებულ ერთ-ერთ მაღაროში მეთანის აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა ორი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში 64 მუშა იმყოფებოდა და მათგან 56-მა ევაკუაცია საკუთარი ძალებით შეძლო. დარჩენილი რვა მუშა კი მაღაროს იმ სივრცეში აღმოჩნდა, სადაც გაჟონვა და აფეთქება მოხდა.
არსებული ცნობებით, ამჟამად გარდაცვლილთა ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.