ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შიმშილობის, როგორც პროტესტის აქტის შესახებ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტულ მოსაზრებას აქვეყნებს:
„სააკაშვილის „შიმშილობასთან“ დაკავშირებით, ვრცელდება უამრავი სპეკულაცია. შეგიძლიათ გაეცნოთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტულ მოსაზრებას შიმშილობის როგორც პროტესტის აქტის შესახებ.
მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვიყვან: „Prisoners who refuse food may be just that - food refusers - and quite distinct from the other category, the real hunger strikers {პატიმრები, რომლებიც უარს ამბობენ ჭამაზე, არ ნიშნავს, რომ შიმშილობენ და აბსოლუტურად განსხვავდებიან იმ კატეგორიის ადამიანებისგან, რომლებიც ნამდვილად შიმშილობენ}“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ბმულს აქვეყნებს.