logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის ფერმა აშენდება
- +

7 ნოემბერი. 2021. 17:18

 

 

საქართველოში ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება განხორციელდება. საუბარია, გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენზე. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

სოფელ ჭორვილასთან ფრინველების ფერმა აშენდება. აგრო „ქართუს“ პროექტით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს, ხოხობს, კაკაბს, გნოლსა და მწყერს გამრავლების შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

 

ტყის მასივში, სადაც ფრინველების გაშვება იგეგმება, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დაირგვება 50-ზე მეტი სახეობის ხე და მცენარე, რაც ფრინველებს საცხოვრებელ ბუნებრივ პირობებს შეუქმნის. პროექტის სამუშაოებზე ახლა 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner