logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სანამ ოპომედია ირწმუნება, რომ საქართველოდან გასაქცევად ემზადება, მანამდე ბიძინა ივანიშვილი კვლავ საჩუქრად, კვლავ საქართველოსთვის ახალ გრანდიოზულ პროექტს აფინანსებს
- +

7 ნოემბერი. 2021. 17:10

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ახალ პროექტს ეხმაურება, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის ფერმა აშენდება.

 

„სანამ ოპომედია - „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვლი ოჯახთან ერთად საქართველოდან გასაქცევად ემზადება, მანამდე ბიძინა ივანიშვილი კვლავ საჩუქრად, კვლავ საქართველოსთვის ახალ გრანდიოზულ პროექტს აფინანსებს! მისი და მისი ოჯახის სურვილითა და ფინანსური უზრუნველყოფით საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენი შენდება.

 

ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და, რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნესდატვირთვას. სამ მილიარდს (ზოგადად ქველმოქმედებაში) + სამი მილიონი ევრო (ქუთაისის უნივერსიტეტი) + ეს ახალი უნიკალური პროექტი = ერთი ოჯახის წილად უდიდეს ქველმოქმედებას და განვითარებაზე ორიენტირებულ საქართველოს!

ჰგავს ეს კაცი სადმე გამქცევს?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner