logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: თუ „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ დავუჯერებთ, ივანიშვილმა სახლში გაზქურა, კონდიციონერი და ჟალუზები მოხსნა
- +

7 ნოემბერი. 2021. 17:20

 

 

„თუ ტვ პირველს და ფორმულას დავუჯერებთ, ივანიშვილმა სახლში გაზქურა, კონდიციონერი და ჟალუზები მოხსნა, რომ ახალ საცხოვრებელში შეძენა არ დასჭირდეს, იმ იდიოტებზე არაფერს ვიტყვი, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ. უბრალოდ გეტყვით იმას, თუ მართლა რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი: დაწყებულია პროექტი გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენის მოწყობაზე“ - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში .

 

„ოპოებმა თავიანთი მედიის საშუალებით „სკანდალური ამბის“ გავრცელება დაიწყეს - თითქოს ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად გასაქცევად ემზადება, ბარგი უკვე შეკრული აქვს და მისი სახლი ფაქტობრივად ცარიელია. საინტერესოა ასეთი იდიოტობა რომელ ამორფულ მასაში აღმოცენდა? ე.ი. თუ ტვ პირველს და ფორმულას დავუჯერებთ, ივანიშვილმა სახლში გაზქურა, კონდიციონერი და ჟალუზები მოხსნა, რომ ახალ საცხოვრებელში შეძენა არ დასჭირდეს არა რა. . . კარგი, იმ იდიოტებზე არაფერს ვიტყვი, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ. უბრალოდ გეტყვით იმას, თუ მართლა რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი: დაწყებულია პროექტი გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენის მოწყობაზე. კოლხური ხობის, რომლის პატივსაცემად არსებობს სახელი ფაზისი. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და, რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნესდატვირთვას. რეალობა ესაა და ძააალიან მაგარი რეალობა“, - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუკის გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner