logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: 7 ნოემბერი ისტორიული ფაქტია და ისტორიულ ფაქტებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რათა მომავალში ხელისუფლების შეცდომები აღარ განმეორდეს
- +

7 ნოემბერი. 2021. 17:57

 

 

„ასეთი სასტიკი ფორმებით აქციის დარბევა საქართველოში არ უნდა განმეორდეს. ამის საფრთხე კი არსებობს იმის გამო, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, ისევ პოლიტიკაში არიან და ისევ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. რაც მთავარია, ისინი ამბობენ, რომ ეს გამართლებული, სწორი იყო“, - ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას „ქრონიკას“ პარლამენტთან გამართულ აქციაზე განუცხადა.

 

პარლამენტთან აქცია „არ აგარევინებთ“ მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“.

 

მისი თქმით, 7 ნოემბერს აქციის დარბევას შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და დახურვა მოჰყვა. საუბრისას მან ასევე გაიხსენა მაშინდელი იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტი, რომელიც 14 წლის წინანდელ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„იცით, იმედი იმისთვის დავხურეთ, რომ იგი არაობიექტური იყოო. თურმე, არაობიექტურობისთვის ტელევიზია შეიძლება დაიხუროს. პატარკაციშვილის წინააღმდეგ საქმე იმიტომ აღვძარით, რომ იგი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, მოწოდებები ჰქონდაო. თურმე, მოწოდებები შეიძლება იყოს დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს აქვთ ასეთი მენტალიტეტი, ასეთი პოზიცია. ჩვენ არ გვინდა, ეს არ არის თავისუფალი ქვეყანა, თუ ასეთი ხელისუფლება მოვა, როგორიც იყო მაშინ. ეს რომ არ განმეორდეს, ამის წინააღმდეგ ვარ მე აქციაზე მოსული“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა ახალ თაობაზეც, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია 7 ნოემბერს განხორციელებული დარბევების შესახებ.

 

„ძალიან ბევრმა დაივიწყა, ზოგი უცხოეთშია, ზოგი ამ ამბებში არ მონაწილეობდა და ახალი თაობა, რომელიც ამას ვერ მოესწრო, ამ საკითხებში გაუთვითცნობიერებელია. ამდენად, ისტორიული ფაქტების არ დავიწყება, არათუ გახსენება, მნიშვნელოვანია. 7 ნოემბერი ისტორიული ფაქტია და ისტორიულ ფაქტებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რათა მომავალში ჩვენი ქვეყნისა თუ ხელისუფლების შეცდომები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner