logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე: ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს
- +

7 ნოემბერი. 2021. 17:59

 

 

გია გაჩეჩილაძე გამოდის ინიციატივით 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა აქციაზე „არ აგარევინებთ“ განაცხადა.

 

„მინდა გითხრათ, რომ ღირსების დღეა 7 ნოემბერი და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა. არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, იმიტომ რომ ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. იქიდან იწყება მთელი კოშმარი. კი, მართალია, მანამდე იყო ბუტა, მანამდე იყო სანდრო. მაგრამ მასიური ტერორი იწყება ზუსტად 7 ნოემბრიდან. ამიტომ, ვიფიქრე და თუ შეიძლება ერთად მივმართოთ და ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner