logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ისევ და ისევ ივანიშვილი გარბისო და გაქცევის წინ ალბათ კვალი რომ დაფაროს, რაც შეიძლება მეტი ქველმოქმედება უნდა განახორციელოს
- +

7 ნოემბერი. 2021. 18:03

 

 

„გაქცეულ და შემოპარულ ბელადის ტელე-პარტ-მუშაკებს სულ გაქცევა და დაქცევა, რომ ელანდებათ: ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან წასასვლელად ემზადება და კორეიდან ელოდება თვითმფრინავსო, ბარგი შეკრული აქვს და სახლი მიტოვებულიო“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ახალ პროექტს, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის ფერმა აშენდება.

 

„ფეიკ-ოსტატებიდან რა უნდა გაგიკვირდეს - შავზე თეთრიაო, 2008 წლის ომი მოვიგეთო, მიშა მაგარიაო, თან შიმშილობსო, ნუ რასაც ეგ ჭამს სრულყოფილი კვება არ არისო, ისეა დასუსტებული სახელები ავიწდება, მაგრამ რევოლუცია და არეულობა მუდმივად ახსოვსო, ციხეში კი არა მულტიპროფირულ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონო, თორემო... მაგრამ ისევ და ისევ ივანიშვილი, გარბისო, და გაქცევის წინ, ალბათ კვალი, რომ დაფაროს უნდა რაც შეიძლება მეტი ქველმოქმედება უნდა განახორციელოს, თან რაღაც ახალი ტექნოლოგიები აქვს მილიონებად ნაყიდი, რისი მეშვეობითაც ადრე განხორციელებული ყველა პროექტი მიაქვს საქართველოდან: აღდგენილი ეკლესია-მონასტრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, კულტურული ცენტრები, დენდროლოგიური პარკი, ქუთაისის უნივერსტეტი, კოლხური ხოხბების ფერმა, მოკლედ 3 მილიარდის ინვესტიციას აქ ხომ არ დატოვებს და მიაქვს ყველაფერი.

 

ბრავო „ტვ პირველი“, „მთავარი“ და „ფორმულა“ ! სად და რა მაგრად გაშიფრეთ ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ აქამდე რატომ ვერ წავიდა ეგეც უნდა თქვათ, არ იცით? მე გეტყვით, ეს ყველაფერი ხომ უნდა წაიღოს, ხოდა, შესაბამის ფართობი უნდა შეისყიდოს, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა! ეჰ, გადაშენების პირას მყოფ კოლხურ ხოხობს კი უშველის ბიძინა ივანშიშვილი, მაგრამ ამდენი ტყულიებისა და ფეიკების შემდეგ ზოგიერთები, მართლა წითელ წიგნში იქნებით შესაყვანი!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner