„ქვეყნის ნომერ პირველი ქველმოქმედის და სოციალური ანტრეპრენერის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის ფერმა აშენდება. კეზერაშვილის დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამ პროექტის ირგვლივ არარსებული „პროტესტი“ ხალხის წინააღმდეგობად მონათლა და კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შენება ნგრევად წარმოეჩინათ“, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის გვერდზე.
მისი თქმით, ეს არის სოციალური ანტრეპრენერობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტი, სასტუმრო "პარაგრაფის", კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის, შეკვეთილში დენდროლიგიური პარკის და ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტების შემდეგ.
ექსპერტი აქვე აღნიშნავს, რომ მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, მარტო ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტია აქვს დახარჯული, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტზე 3 მილიარდი ევრო.
„ქვეყნის ნომერ პირველი ქველმოქმედის და სოციალური ანტრეპრენერის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის ფერმა აშენდება. ეს არის სოციალური ანტრეპრენერობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტი სასტუმრო "პარაგრაფის", უნიკალურ ბალნელოგიურ კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის, შეკვეთილში დენდროლიგიური პარკის და ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტების შემდეგ. აქვე განვმარტავ, რომ ანტერპრენერობის საქმიანობა მიზანმიმართულია არა იმდენად მოგების მიღების, რამდენადაც სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრისკენ. წარმატება კი იზომება იმით, თუ რამდენად გახდება შესაძლებელი დაეხმარონ საზოგადოებას მათ წინაშე არსებული სოციალური, კულტურული, ჯანმრთელობასა თუ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, რადგან კეზერაშვილის დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამ პროექტის ირგვლივ არარსებული „პროტესტი“ ხალხის წინააღმდეგობად მონათლა და კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შენება ნგრევად წარმოეჩინათ. საუბარია გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენზე. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, ამ პტმროექტის მნიშვნელობა იმითაც იზომება, რომ კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნეს დატვირთვას, რაც ამ მხარეში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.
მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, მარტო ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტია აქვს დახარჯული, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტზე 3 მილიარდი ევრო.
ეს არის რეალობა, და არა ის ვურტუალური რეალობა და მოდელური ქრონიკები, რასაც პარტიული ოპოტელევიზიები ფეიკ ნიუსებით ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ოჯახით გასაქცევად რომ ემზადება“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.