პარლამენტთან აქცია „არ აგარევინებთ“ დასრულდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს, 7 ნოემბრის განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ქვეყანა წარსულში აღარ უნდა დაბრუნდეს. ამასთან, ისინი გამოვიდნენ ინიციატივით, 7 ნოემბერი ღირსების დღედ გამოცხადდეს.