ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკულია:
„დღეს სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მთავრობის განცხადებების შემდეგ მან შეწყვიტა წამლების მიღება და უახლოეს საათებში მდგომარეობა შესაძლოა გახდეს კრიტიკული.
ყიფშიძემ მიმართა კონსილიუმს, სასწრაფოდ შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის საავადმყოფოში მას სიკვდილი ელოდება.
ჩემი ინფორმაციით, ყიფშიძემ ეს მორიგი ფეიკი სააკაშვილის დავალებით გაავრცელა იმისთვის, რომ დღის წესრიგში დააბრუნოს მისი ჯანმრთელობის თითქოსდა გაუარესება, რადგან გუშინ გავრცელებულმა კადრებმა წერტილი დაუსვა კითხვებს მის შიმშოლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, მის მომხრეებშიც“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.