logo_geo
eng_logo
როგორ იხსენებენ „იმედის“ თანამშრომლები 7 ნოემბერს, ტელევიზიაში შეჭრისა და დარბევის ფაქტს
- +

7 ნოემბერი. 2021. 20:53

 

 

 

„იმედი“ უნდა გამორთულიყო ისე, რომ უკეთეს შემთხვევაში, ვეღარასდროს ჩართულიყო, უარეს შემთხვევაში - რაღაც საკმაო პერიოდის შემდეგ, - ამის შესახებ „იმედის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ბიძინა ბარათაშვილმა „იმედის კვირას“ 14 წლის წინ 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

 

„გავეშებული კაცი მიყვიროდა, შუბლი უნდა გაგიხვრიტოო და ეს რეაქცია იყო იმაზე, რომ მე ვეუბნებოდი, გამორთვა გინდათ სიგნალის? არ არის აუცილებელი ხალხის იატაკზე დაყრა ან აპარატურის დალეწვა. თქვით და ერთი ღილაკია. დააჭერ და გამორთავ, მაგრამ მათ მხოლოდ გამორთვა არ უნდოდათ. გამორთვაზე არ იყო საუბარი. უნდა გამორთულიყო ისე, რომ შემდეგ უკეთეს შემთხვევაში ვეღარასდროს ჩართულიყო, უარეს შემთხვევაში - რაღაც საკმაო პერიოდის გასვლის შემდეგ“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

 

რა შეცვალა 7-მა ნოემბერმა ქართულ ჟურნალისტიკაში და რა ფასეულობებზე დგას დღევანდელი მედია - ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner