logo_geo
eng_logo
როლანდ ბლადაძის ოჯახი გიორგი პაპუაშვილს მოსამართლის შანტაჟში ადანაშაულებს
- +

29 ივლისი. 2016. 17:42


როგორც როლანდ ბლადაძის მეუღლემ განაცხადა, აქვთ ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს დიანა ფარქოსაძეს პაპუაშვილი აშანტაჟებს, რათა ბათუმში სადავო სახლთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღოს. დღეს სადავო ქონებასთან დაკავშირებით, საქმის განხილვა მოსამართლემ დაასრულა და სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილებას კი 5 აგვისტოს გამოაცხადებს. ბლადაძის მეუღლის განცხადებით, 250 000 დოლარად შეფასებული სახლი ბათუმში, დაუსაბუთებელი ქონების საბაბით, 2006 წელს ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა, 2007 წელს კი მიუხედავად იმისა, რომ პაპუაშვილმა იცოდა სადავო ქონების შესახებ, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად შეიძინა. დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს, მოპასუხე მხარის, პაპუაშვილის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.


მარინე ესელიძე: ჩემს მეუღლეს ჩამოერთვა როგორც დაუსაბუთებელი ქონება, რომელიც საერთოდ არ გამოურკვევიათ, რა მოხდა იქ. აიღეს, როგორც უნდოდათ, ისე „შეკერეს" თემა და ჩამოგვართვეს სახლი. დამტოვეს სამი შვილით ქუჩაში. ჩემი ერთადერთი შეკითხვა არის, რა იყო ჩვენი დანაშაული? გვაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი პაპუაშვილი აშანტაჟებს მას, ვთხოვ, არ მოუსმინოს.

 

არჩილ კაიკაციშვილი: სასამართლოს ჩვენ წარვუდგინეთ ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება არის კანონსაწინააღმდეგო და ამორალური. სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულება გიორგი პაპუაშვილთან თავის დროზე, უამრავი საპროცესო დარღვევით იქნა გაფორმებული, გარდა ამისა, სასამართლოს აქვს პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ასაბუთებს, რომ გიორგი პაპუაშვილი აღნიშნული ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი და მფლობელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner