logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: აუცილებელია, რომ რაციონალურად, სწორად, საღად შევაფასოთ არსებული ვითარება და ამის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები
- +

8 ნოემბერი. 2021. 00:14

 

 

მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირასთან“ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის კერას.

 

„ადამიანები, რომლებიც დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან კარგად ხვდებიან რა შეიძლება იყოს კრიტერიუმი {საავადმყოფოში} გადაყვანა/არ გადაყვანის საკითხში და ამბობენ, რომ თითქოს მათთვის გაუგებარია რა შეიძლება იყო ასეთი მიზეზი, ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობის კერას იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. მიზეზი, როგორც ჩანს, ხელოვნურად უნდა მოიფიქრონ, იმისთვის რომ ჩაგრულის მანტია მოარგონ ამ ადამიანს {სააკაშვილს}, რომელიც რეალურად არ საჭიროებს ამას. აუცილებელია, რომ რაციონალურად, სწორად, საღად შევაფასოთ არსებული ვითარება და ამის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner