„2x2=4 ამის მტკიცება რომ გვიწევს, ამიტომაა სააკაშვილი სატანობაში ვირტუოზი. რა აზრი აქვს შიმშილობას, თუ „სიცოცხლისთვის აუცილებელ“ საკვებს ან მედიკამენტს, დასალევს თუ დასაღეჭს, ჯანდაბას თუ დოზანას მიიღებ?“, - წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.
„ან რა აზრი აქვს ელენე ხოშტარიას სოლიდარულ ნაბიჯს და სააკაშვილის ფილიალის პარლამენტში გახსნას მაშინ, როდესაც იგივე სოლიდარული ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს - ჯანმრთელობის გამო, ვერ ვიშიმშილებ, თუმცა ფეხს არასდროს მოვიცვლი რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, მაგრამ ღამ-ღამობით სახლში დავიძინებო?!
თვალებში ნაცრის შეყრა გამიგია, მიჩვეულებიც ვართ, მაგრამ ასეთი რამ სადმე მომხდარა? „კაცი“ ამბობს - თქვენ რომ გგონიათ ვჭამ-ვსვამ, სინამდვილეში, წამალს ვიღებ, რომ არ მოვკვდე, მაგრამ მთავარია, ვშიმშილობ და მალე მოვკვდებიო! ვინაა ეს სატანის მოციქული, მოუშორებელი ჭირი, „მაოხრებელი მკვდარი“, უბრალოდ, ვერ გავიგე!!! ვერც ის გავიგე, საბოლოოდ, ვიტირო თუ ვიცინო“, - წერს შარაძე.