► სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო მიწის აზომვითი ნახაზების ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს;
► მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება;
► შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი;
► სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში;
► სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება;
► ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ მიწის რეგისტრაციაზე ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებით;
► დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდეა რეგისტრირებული. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა.