logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ღმერთის და ხალხის გეშინოდეთ, უღმერთოებო!!!
- +

8 ნოემბერი. 2021. 00:57

 

 

 

„იყო შეშლილთა დიქტატურის საყოველთაო დემონსტრირება!“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ემხაურება ოპოზიციის აქციას.

 

„სამშობლო, დედის ძუძუი....

არა, გუშინდელ მიტინგზე რაფიელ ერისთავის ეს სიტყვები არავის უთქვამს... მადლობა ღმერთს!

სამაგიეროდ, იყო ყიჟინი საქართველოს თავისუფლებაზე, პატრიოტობაზე, ერიშვილობაზე, კაცობაზე, ვაჟკაცობაზე.

იყო უამრავი ჯოს! ჯოს!-ძახილი, თვალზე მომდგარი კურცხალი და გულის ფიცარზე ნაცემი მჯიღი.

ეგ კი არა და, უცნაურად შეცვლილი იყვნენ ადამიანებიც...

 

მაგალითად, დავით დარჩიაშილი...  კაცი სოროსი, კაცი ლიბერასტი,  ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი (2004–2008),  იდგა სცენაზე  და ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაზე შეღაღადებდა ერისკაცებს. დიახ, დიახ, დეკანოიძესაც კი გაებზარა ხმა სამშობლოზე გოდებისას... აი,ზუსტად ისე, როგორც 2004-2012 წლებში, მისი შსს-ში მუშაობისას ებზარებოდა ხმა ათასობით ნაწამებ და ღირსებააყილ პატიმარს...

   ...და იყო ზეიმი პატრიოტიზმის!

   ...დიახ, ზეიმი იყო პატრიოტების!

   ...ოღონდ,  ზეიმი იყო საყოველთაო გაგიჟების!

ზეიმი სიხარბეშეყრილთა!  ფულის, თანამდებობების,, გავლენების დაბრუნების ჟინით აღტკინებულთა!

 

 მოკლედ,  იყო შეშლილთა დიქტატურის საყოველთაო დემონსტრირება!

 დორბლებმორეული უგულავას დრუნჩიდანაც გადმოდინდებოდა ის, რაც  დღევანდელმა ხელისუფლებამ   საკუთარი  მეცადინეობით დაიმსახურა:

-იუსტიციის მინისტრი, ეს ნაბიჭვარი...

- სუსის უფროსი, ეს უტვინო...

-არაკაები,არაკაცები ხართ!

 დიახ, განსაკუთრებულად იყო წამოწეული კაცობის თემა. კაცობის, რომლის საზომიც, თამასაც  მეგის ქარდავას, შამათავს, მიშას,  კასტილიანის ცხოვრების წესზე გადის.

 არა, ისე უცნაური მიტინგი იყო...

 ძირითადად, სააკშვილის  ძველი  თანამებრძოლების აქტივობებით, ახალი, კარგად შერჩეული სახეებით, მკვეთრად აქცენტირებულ-დავალებული მესიჯებით!

"მიშა პუტინის  პირადი პატიმარია!"

"მიშა პუტინის და ივანიშვილის  პატიმარია"

"საქართველოს თავისუფლებას ვკარგათ!"

 

ეტყობოდა, რომ ვიღაცამ კარგად იმუშავა გამომსვლელების შერჩევასა და გასაჟღერებელ "ლოზუნგებზე". 

და მაინც, რა ხდება  შეშლილი მსოფლიო დიქტატურის მიღმა???...

რა ჯანდაბა ხდება ასეთი?...

დავიჯერო, ვინმეს აქვს იმედი, რომ უნამუსოების, სამშობლოს გამყიდველების, ერის მოღალატეების სახეცვლილებას დაგვაჯერებენ?

ვინმეს აქვს იმედი, რომ ათასობით ადამიანის გაუბედურებაში მონაწილეების, მკვლელების, კოდორისა და ლიახვის ხეობის  გამყიდველების, საქართველოს ამაოხრებლების პატრიოტებად შერაცხვასა შეძლებენ?

ეტყობა, აქვს!!!

 

ან ფიქრობს, რომ ცდა ბედის მონახევრეა!

ჰო და, სულ ტყუილად, ზნედაცემულებო!

არ მოხდება ეგ ამბავი! 

თუ არა და, აგერ თქვენ და აგერ ჩვენ!!!

ისე, რაფიელ ერისთავის   ლექსში ასეთი სიტყვებიცაა:

"როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!"

ჰო და, ღმერთის და ხალხის გეშინოდეთ, უღმერთოებო!!!“, - წერს ხოფერია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner