„იმედის კვირისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური მომავალი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უკავშირდება. წყაროს ცნობით, ბოლო ორი კვირაა პარტიაში დიდი დაპირისპირებაა და მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხიც ახლა მხოლოდ დროის ამბავია. პასუხების მიღებას გადამღები ჯგუფი თავად მელიასგან შეეცადა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კითხვებს მხოლოდ „იმედის“ პირდაპირ ეთერში უპასუხებდა.
რას ამბობენ ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.