logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, მარტო ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტზე 3 მილიარდი ევრო
- +

8 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„ქვეყნის ნომერ პირველი ქველმოქმედის და სოციალური ანტრეპრენერის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის ფერმა აშენდება. ეს არის სიციალური ანტრეპრენერობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტი სასტუმრო "პარაგრაფის", უნიკალურ ბალნეოლოგიურ კურორტ  წყალტუბოს და აბასთუმანის  რეაბილიტაციის, შეკვეთილში დენდროლიგიური პარკის და ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტების შემდეგ“, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„აქვე განვმარტავ, რომ ანტერპრენერობის საქმიანობა მიზანმიმართულია არა იმდენად მოგების მიღების, რამდენადაც სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრისკენ.  წარმატება კი იზომება იმით, თუ რამდენად გახდება შესაძლებელი დაეხმარონ საზოგადოებას მათ წინაშე არსებული სოციალური, კულტურული, ჯანმრთელობასა თუ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, რადგან კეზერაშვილის დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამ პროექტის ირგვლივ არარსებული „პროტესტი“ ხალხის წინააღმდეგობად მონათლა და კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შენება ნგრევად წარმოეჩინათ.

საუბარია გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენზე. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, ამ პტმროექტის მნიშვნელობა იმითაც იზომება, რომ კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნეს დატვირთვას, რაც ამ მხარეში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.

მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, მარტო ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტზე 3 მილიარდი ევრო.

ეს არის რეალობა, და არა ის ვურტუალური რეალობა და მოდელირებული ქრონიკები, რასაც პარტიული ოპოტელევიზიები ფეიკ ნიუსებით ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ოჯახით გასაქცევად რომ ემზადება!“, - წერს ექსპერტი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner