logo_geo
eng_logo
უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანაში 243 რუსული კომპანიის საქმიანობა აკრძალა
- +

29 ივლისი. 2016. 17:44


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანაში 243  რუსული კომპანიის საქმიანობა აკრძალა.

საუბარია კომპანიებზე, რომლებიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიებზე განთავსებულ კომერციულ სტრუქტურებთან  თანამშრომლობდნენ და აქამდე დაწესებული სანქციები არ შეხებიათ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში „შავ სიაში" მოხვედრილი კომპანიების სახელწოდებები მითითებული არ არის.

2015 წლის სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას 400 ფიზიკური და 100-ზე მეტი იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ. შეზღუდვები შეეხო ძირითადად რუსულ სამხედრო დაწესებულებებს, მედიასაშუალებებს, ბანკებს და ავიაკომპანიებს. მოგვიანებით „შავი სია" არაერთხელ გაფართოვდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner