logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: საავადმყოფოები თუ გადაიტვირთება, სამწუხაროდ, მოსალოდნელია ისედაც მაღალი სიკვდილობის მაჩვენებლის მატება - მდგომარეობა უკვე საშიშია
- +

8 ნოემბერი. 2021. 10:25

 

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყოველდღიურად მწვავდება, რაც კლინიკურ სექტორზე უარყოფითად აისახება“, - ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი აკაკი ზოიძე.

 

„საავადმყოფოები თუ გადაიტვირთება, სამწუხაროდ, მოსალოდნელია ისედაც მაღალი სიკვდილობის მაჩვენებლის მატება. უბრალოდ, არ გვეყოფა კვალიფიციური პერსონალი, ექთნები, სანიტრები და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ექიმები. არავითარ მომავალზე არაა ლაპარაკი, მდგომარეობა უკვე საშიშია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე შევძლოთ ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან აცილება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner