ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით წერს და ხელისუფლებას მიმართავს.
„2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გლდანის ციხის (მათ შორის ციხის საავადმყოფოს) შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. პატიმრების შეყვანა და გამოყვანა ფაქტობრივად ვერ ხდებოდა. რამდენიმე საბადრაგო მანქანას, რომელსაც პატიმრები გარე საავადმყოფოში გაჰყავდა, თავს დაესხნენ და ამოყირავებასაც ცდილობდნენ.
არავის მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ რომ უარესი გელით. საქართველოს მთავრობა გაითვალისწინეთ“, - აცხადებს მშვენიერაძე.