logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, მოსახლეობის უმრავლესობა ამას არ დაუშვებს
- +

8 ნოემბერი. 2021. 12:38

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია.

 

მისივე თქმით, როგორც კი აქცია კანონით დადგენილ კრიტერიუმებს გასცდება, რეაგირება მოხდება.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაა“ იდეალური, არამედ იმიტომ, რომ ამას მოსახლეობის უმრავლესობა არ დაუშვებს. ფაქტი ჯიუტია, ფაქტი სახეზეა. არსებობს ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, კონკურენტული, თავისუფალი და მორჩა. რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner