logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: შევიდეთ ყველა ტვ „პირველის“ გვერდზე და დავარეპორტოთ ეს სიუჟეტი!
- +

8 ნოემბერი. 2021. 13:19

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ტვ „პირველის“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეურაცხყოფას აყენებს პირდაპირ ეთერში. მანჩო გიორგობიანი საზოგადოებას სთხოვს აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში დაარეპორტონ.

 

„ვერ გავიგე, სად არიან ის ორგანიზაციები, ვინც ოცნებას აბრალებენ სიძულვილის ენას?! მერამდენე დღეა ეძახიან მინისტრ რატი ბრეგაძეს “ნაბიჭვარს” და რას აღარ  ტვ „პირველი“  არც აჩერებს  და თან სათაურშიც რომ გამოუტანია, ანუ ხელს უწყობს სიძულვილის ენის გავრცელებას!

 

როდემდე უნდა ვითმინოთ ეს საზოგადოებამ, მერე ჩვენგან რატომ გიკვირთ აგრესია?! რა დააშავა ამ ადამიანმა, გარდა იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვა სიმართლე სააკაშვილის კვებაზე?!

 

რატომ არ რეაგირებს ნინო ლომჯარია, ეთიკის ქარტია, არასამთავრობოები და მაგალითად მარიამ გერსამია, ანგარიშს ანგარიშზე რომ აცხობს სიძულვილის ენაზე, რატომ არ ამბობს და წერს სიმართლეს - ვინ წამოიწყო ეს მართლა კანალიზაცია ?! რომელი “პოლიტიკოსები”, “ტელევიზიები” თუ “ჟუუურნალისტები” უკვე მერამდენე წელია უამრავ შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს, ხელისუფლებას, საზოგადოებას, გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს ?!

 

რატომ უშლით ხელს შეურაცხყოფის აკრძალვას, ცილისწამებას - გამაგებინეთ?!

 

p.s . ეხლა მომაფიქრდა, შევიდეთ ყველა ტვ „პირველის“ გვერდზე და დავარეპორტოთ ეს სიუჟეტი, სადაც სათაურში “ნაბიჭვარი“ გამოიყენეს

 

ამ ლინკზე შედით და დაარეპორტეთ, გთხოვთ, ნუ დავიზარებ“ - წერს მანჩო გიორგობიანი და ტვ „პირველის“  ვიდეოს აქვეყნებს.

 

https://www.facebook.com/watch/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner