logo_geo
eng_logo
ხობის საკათალიკოსო სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

29 ივლისი. 2016. 17:56


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხობში საკათალიკოსო სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.



სასახლე ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის ეზოში მდებარეობს. ძველი ნაგებობის გაწმენდის შედეგად, პირველ სართულზე აღმოჩნდა მარანი 11 სხვადასხვა ზომის ქვევრით, ასევე ადრექრისტიანული პერიოდის ნაგებობის ნაშთი და ნაგებობის ქვეშ ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი. უახლოეს დღეებში, მეცნიერების მიერ აღნიშნული არტეფაქტების შესწავლა იგეგმება, რის შემდგომაც სარესტავრაციო სამუშაოები გაგრძელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner