logo_geo
eng_logo
65 წლის და ზევით ასაკის 10 000-ზე მეტი პაციენტი აშშ-ის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირდა, ზოგიერთი გარდაიცვალა
- +

8 ნოემბერი. 2021. 16:21

 

აშშ-ის ფედერალური სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში 10 000-ზე მეტი პაციენტი, რომლებიც სხვა დაავადებებისგან მკურნალობდნენ, კორონავირუსით ინფიცირდნენ. ამაში, ძირითადად, 65 და მეტი წლის პაციენტები შედიან. ასევე ფლორიდის და კალიფორნიის სხვადასხვა ასაკის პაციენტები. ამის შესახებ edition.cnn.com იუწყება. 

 

ამ მონაცემების მიხედვით, გასული წლის აპრილ-სექტემბერში საავადმყოფოებში ინფიცირებული პაციენტების 21% გარდაიცვალა. რაც შეეხება Medicare-ის პაციენტებს, იქ ინფიცირებული პაციენტების 8% გარდაიცვალა.

 

ბლეიკის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის ლიზა კირკლენდის თქმით, საავადმყოფო აქტიურად მოუწოდებს თანამშრომლებს, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სხვა ფედერალური უწყებების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია. შესაბამისი მოწოდებით ექიმებს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მიმართა.

 

Medicare-ის სტაციონარში ინფექციის გავრცელება უფრო დაბალი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც, ასევე, მსგავს მონაცემებს აქვეყნებს. დოქტორ ჯეიმს კენედის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, Medicare-ში 1-ლი აპრილიდან 30 სექტემბრამდე აშშ-ის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების საშუალოდ 1,7%-ს კორონავირუსი დაუდგინდათ.

 

ზოგიერთ საავადმყოფოში ეს მაჩვენებელი 5%-ს აღწევდა. საუბარია საერთო ჯამში 38 კლინიკაზე. ინფიცირება, ძირითადად, გასულ წლის მძიმე პერიოდს ემთხვევა, როდესაც დაცვის აღჭურვილობა, წამლები, ასევე, ვაქცინა საკმაოდ დეფიციტური იყო.

 

KHN-ის მიერ მიღებული დასკვნის მიხედვით, საავადმყოფოებში კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე ძირითადი ფაქტორი არსებობს. საავადმყოფოების ხელმძღვანელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ვირუსის ჰაერწვეთოვანი ხასიათი, ამის შედეგად ინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოების პალატებში მყოფი სხვა პირებისთვის, მათ შორის ექიმებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. მათ ხშირ შემთხვევაში არ ეკეთათ ქირურგიული პირბადეები N95, არამედ იყენებდნენ ნაკლებად უფრო დაცულ პირბადეებს. საავადმყოფოებმა ვერ შეძლეს თითოეული ჰოსპიტალიზებული პაციენტის შემოწმება, რადგანაც CDC-ის რეკომენდაციის მიხედვით, ასეთი ტესტირება „საავადმყოფოს შეხედულების მიხედვით“ კეთდება. თანაც ექიმები ხშირ შემთხვევაში არ ეუბნებოდნენ პაციენტებს, რომ ისინი კორონავირუსით ინფიცირებულები არიან ან ინფიცირების საფრთხე არსებობს და, შესაბამისად, ეს პირები ვირუსის გამავრცელებლები იყვნენ.

 

საავადმყოფოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2020 წელს, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ტესტები საკმაო რაოდენობით არ არსებობდა, შესაბამისად დიაგნოზის დასმა გართულებული ან დაგვიანებული იყო. ამჟამად ტესტების საკმარისი რაოდენობის წყალობით, საავადმყოფოში შეყვანილ ყველა პაციენტს შესაბამისი ტესტირება უტარდება.

 

როდესაც გასული წლის სექტემბერში covid-ის ტალღა შესუსტდა, Brigham and Women's Hospital-ის ექიმებმა დამაიმედებელი მონაცემები გამოაქვეყნეს: ინფექციაზე მკაცრი კონტროლის პირობებში ბოსტონის კლინიკაში 697 პაციენტიდან კორონავირუსით მხოლოდ ორი ადამიანი ინფიცირდა. ეს საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,3%-ია და ექვსჯერ ნაკლები, ვიდრე Medicare-ის მონაცემები. საქმე ისაა, რომ ამ კლინიკაში ყველა შეყვანილი პაციენტის ტესტირება ტარდებოდა და ნებისმიერი ინფორმაცია ღიად ვრცელდებოდა.

 

ამჟამად Brigham and Women's-ში ყველა მიღებული პაციენტის ტესტირება უტარდება. ასევე, რეგულარულად ხდება სამედიცინო პერსონალის გამოკვლევა კორონავირუსის ინფექციაზე.

 

გასული წლის გაზაფხულზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც თხოვნის მიუხედავად, სამედიცინო პერსონალს N95-ის ტიპის პირბადეებზე უარი უთხრეს, რის გამოც ბევრმა მათგანმა სამსახური დატოვა, ვინაიდან „თავს დაუცველად გრძნობდა“. ერთ-ერთი მათგანი, ვიქტორია ოლანდი იყო, რომელიც ქალაქ ბრედენტონსის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, ის სამსახურიდან გასული წლის აპრილში წავიდა. შემდეგ მან და სხვა მედპერსონალმა კლინიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებში სარჩელი შეიტანეს და მათ არასათანადო სამსახურებრივი პირობების უზრუნველყოფაში დაადანაშაულეს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე მედდის ინფიცირება ლეტალური შედეგით დასრულდა.

 

საავადმყოფოებში პაციენტების კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის დადგენა მათი ხარისხის და უსაფრთხოების შესაფასებლად კეთდება. ამასთანავე, ზუსტად იმის დადგენა, თუ სად იყო პაციენტი ინფიცირებული, ტესტირების გაკეთების შემთხვევაშიც საკმაოდ რთულია. საქმე ისაა, რომ კორონავირუსი კონტაქტიდან შეიძლება 14 დღეში გამოვლინდეს და ყველა კონტაქტის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. აშშ-ის ფედერალური ორგანოები ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ, რათა სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირების რაოდენობა რაც შეიძლება მინიმალური გახდეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner