logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია მეუფე ნიკოლოზს: გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, შარაძის, თეთრაძის... ათასობით ადამიანის მკვლელობა მოინანია?
- +

8 ნოემბერი. 2021. 19:34

 

 

„გვითხარი, მეუფე, იქნებ, ჩვენც ვაპატიოთ:

გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, შარაძის, თეთრაძის... ათასობით ადამიანის მკვლელობა მოინანია?“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს. ამ პოსტით დავითაია მეუფე ნიკოლოზს მიმართავს.

 

„კოდორის და ახალგორის რუსეთისთვის ჩუქების გამო ცრემლად იღვრება? 

"ყველანი ციხეშიო" - რო აცხადებდა - მიხვდა, რომ უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი დანაშაულის ჩამდენის შემწყნარებლობას უფრო დიდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ჯურღმულში მის გამოკეტვას?

ციხეებში პატიმრების არაადამიანურად წამება ინანა?

ეკლესიების დარბევები და ნგრევები მოინანია?

უდანაშაულო ადამიანების ცილისწამებას და რუსეთის აგენტებად გამოცხადებას განიცდის?

მიტინგების სასტიკად დარბევას, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობას ნანობს?

ახლახან რომ რევოლუციისკენ და სისხლისღვრისკენ მოუწოდა თავის ამფსონებს - ინანიებს?

ოჯახს, მეუღლეს რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობს - განიცდის?

საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი რომ მიაგდო და თავი უკრაინელ პოლიტიკოსად გამოაცხადა - ეხამუშა?

ბიძამისთან ერთად ქართველებს დედის ტრაკი რომ აგინა - განიცდის?

გვითხარი, მეუფე! თუ მართლა ნანობს... ჩვენც შევუნდობთ!“, - წერს დავითაია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner