logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: გული მწყდება, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი
- +

29 ივლისი. 2016. 18:05


„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე NDI­ის კვლევის შედეგებს აფასებს:


„NDI­ის კვლევის შედეგებზე ადეკვატური კომენტარი რომ გავაკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია, კახელი. პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი. როგორც ჩანს, ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია - ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული საკმაოდ სერიოზული მონაცემები, რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგს საერთოდ რუსეთთან უნდა მჭიდრო ურთიერთობა. ამ ფონზე ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის ციფრები, რაც დღეს გავრცელდა, როგორც მოგახსენებთ, იმსახურებს იმ კომენტარს, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner