„სამარცხვინო საქციელი, ექიმის ღირსების შემლახველი...“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე კლინიკების ასოციაციის განცხადებას, რომლის თანახმად, ასოციაცია კლინიკების ხელმძღვანელებს და ექიმებს მოუწოდებს ბოიკოტისკენ, იქამდე სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
„▪️ჯერ თქვენი ჰიპოკრატეს ფიცი არ გაიშვა, მერე თქვენი მორალი, ქრისტიანულიც, ქართულიც, მერე თქვენი საექიმო ეთიკა...
▪️რა იყო, პრემიერი, მინისტრები და დეპუტატები ასე ავად არიან და რიგში დგანან?
▪️ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს კლინიკების ასოციაციის გაუქმება, ან მისი ხელმძღვანელის გადაყრება.
▪️ბოლო წლების მანძილზე ამაზე სამარცხვინო საქციელი არ მახსენდება.
▪️ეს იგივეა, ჯარმა ქვეყნის დაცვაზე თქვას უარი, პოლიციამ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაიცვას მოქალაქეები, მეხანძრეებმა ოპოზიციის სახლებში გაჩენილი ხანძარი არ ჩააქრონ...
▪️ომის დროს ტყვეებს მკურნალობენ!
▪️რა დღეში ჩაგაგდოთ, როგორ დაეცით ასე?! თუ ასე გადარდებთ, ჩემი წინა წერილი წაიკითხეთ. თუმცა თქვენ არაფერი გადარდებთ, მართულები ხართ...
▪️ნეტა, აცრილები თუ ხართ, კლინიკების სახელით რომ საუბრობთ?!
▪️შემირცხვენიხართ!
▪️ათიათასობით ღირსეულ მედიკოსთან, ბოდიშს მოვიხდი, ემოციებისთვის“, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.