logo_geo
eng_logo
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

8 ნოემბერი. 2021. 21:16

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა  „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე.

 

„მომხმარებლის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტით დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს განვითარებისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კანონზე მუშობის პროცესში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე და დროულად მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტების წევრები, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ქართველი და ევროპელი ექსპერტები, შესაბამისი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს 2019 წელს ინიცირებული კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, ასევე, მისი შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან.

 

 ევროპასთან ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებისთვის შემდგომ ნაბიჯებზე და საკომიტეტო განხილვების გეგმებზე, იმისათვის, რომ შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღება, რაც თავისთავად გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით.

 

 შეხვედრა ევროკავშირი  პროექტის - „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ ხელშეწყობით გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner