საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეიმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:34 საათზე,
სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.5 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე, თბილისის დროით 18:58 საათზე, წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მამიშლართან მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.