logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: რომელ გატაცებაზეა საუბარი?! როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ
- +

8 ნოემბერი. 2021. 22:28

 

 

„რომელ გატაცებაზეა საუბარი?! როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ - მათი რევოლუციური მოწოდებების არავის ეშინია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

როგორც მინისტრი განმარტავს, „დესტრუქციულ ძალებს არ ესმით არც სიმშვიდე და არც მშვიდი ენა“, ამასთან რა სცენარიც არ უნდა განახორციელონ ადეკვატური პასუხი იქნება.

 

"რომელ გატაცებაზეა საუბარი?! როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც თავს დებენ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება სათანადო დონეზე იყოს დაცული.

 

ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ ეს დესტრუქციული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას.

 

მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა. დროა შეეგუონ, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა. რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, დროა გადმოიტანონ სამართლებრივი მსჯელობა ქაღალდით და კალმით, არა რევოლუციური მოწოდებებით.

 

არავის ეშინია მათი რევოლუციური მოწოდებების. მგონი, როგორც მათ, ასევე დანარჩენმა საზოგადოებამ დაინახა, როდესაც ვაცხადებდით, რომ ნებისმიერ სცენარისთვის ვართ მზად, ეს მზადყოფნა დაინახეს. რა სცენარიც არ უნდა განახორციელონ ადეკვატური პასუხი იქნება“,- აღნიშნავს ბრეგაძე „იმედის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner