იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.
„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.