logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული
- +

8 ნოემბერი. 2021. 22:59

 

 

„ჩვენი თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მას საფრთხე არ  შეექმნება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„აქ ტარდება უამრავი სხვადასხვა სახის სამუშაო იმისთვის, რომ ამ კონკრეტული პატიმრის უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენი თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე და აქ მას საფრთხე არ შეექმნება“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

 

მისი თქმით, მე-12 დაწესებულებაშიც 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა რეანიმობილი. „აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

 

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ექიმებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პატიმარ სააკაშვილის და სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე. ჩვენ ამ მიზნით შევქმენით ცალკე კონსილიუმი, რომელშიც არიან ძალზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ექიმები. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომელიც გვაქვს ამ კონსილიუმში შემავალ ექიმებთან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

დღეს 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner