ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრაზე, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2021 და 2022 წლებში განსახორციელებელ აქტივობებზე.
მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესიის სამუშაო პროცესისა და აქტივობების დაგეგმვა.
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასამბლეის კომიტეტების მომდევნო სხდომებს სომხეთის პარლამენტი 2022 წლის თებერვალში უმასპინძლებს.