logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტისა და ბრალდებების მიუხედავად, სააკაშვილს მკურნალობენ კანონის შესაბამისად
- +

9 ნოემბერი. 2021. 00:29

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კანონის შესაბამისად მკურნალობენ და ის საავადმყოფოში მისი ექიმების რეკომენდაციით გადაიყვანეს.

 

„ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტისა და ბრალდებების მიუხედავად, სააკაშვილს მკურნალობენ კანონის შესაბამისად და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში მისი ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner