პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ასევე ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრიანის პრეზიდენტებს, ბელარუსის ოპოზიციონერ ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდაჭერისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ლიეტუვის, საქართველოს, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ასევე დემოკრატიული ბელარუსის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას მათი სრული მხარდაჭერისთვის და გაგებისთვის. ჩვენი საზღვრების დაცვით პოლონეთი იცავს ევროპას“, – წერს პოლონეთის ანჟეი დუდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას ესაუბრა.