logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, წარმატებული და მშვიდობიანი მომავლის ერთგულ ხელშემწყობად რჩება
- +

9 ნოემბერი. 2021. 10:32

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ავრცელებს განცხადებას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წლისთავს ეძღვნება.

 

„აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, წარმატებული და მშვიდობიანი მომავლის ერთგულ ხელშემწყობად რჩება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება, რათა შეისწავლოს რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები. მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, გააგრძელონ და გააძლიერონ ჩართულობა, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მოძებნონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ან მის შედეგად გამოწვეული ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner