„ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში, Kamla Nehru-ს საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 4 ჩვილი დაიღუპა“, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ბავშვები მცირე წონით დაიბადნენ, რის გამოც ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში მკურნალობდნენ.
საავადმყოფოებში გაჩენილ ხანძარს, მხოლოდ წელს, ინდოეთში, სულ მცირე, 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო შემთხვევა ქალაქ აჰმადნაგარში მდებარე საავადმყოფოში მოხდა, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა.