logo_geo
eng_logo
სოფელ ნარაზენში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
- +

9 ნოემბერი. 2021. 12:30

 

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი საექიმო ამბულატორია ექნება. სოფლის ცენტრში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

 

ნარაზენში ამბულატორიას აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და ის სკოლის ყოფილ ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

 

ნარაზენამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი ამბულატორია აშენდა (ახალაბასთუმანში, კახათში, ყულიშკარში, ინგირსა და ხურჩაში) და ორი ამბულატორია რეაბილიტირდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner