უნდა დავეხმაროთ
„პოლონეთის მთავრობას გარე საზღვრის დაცვაში უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა.
„პოლონეთი ან გერმანია ამას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლონეთის მთავრობას გარე საზღვრის დაცვაში. ეს ევროკომისიის საქმე უნდა იყოს. ევროკომისიას მოქმედებისკენ მოვუწოდებ“, - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ჰორსტ ზეეჰოფერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს პოლონეთის გადაწყვეტილებას ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ.