logo_geo
eng_logo
კასპში, კვარტალური ეზოები კეთილმოეწყო
- +

9 ნოემბერი. 2021. 13:21

 

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ქალაქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

 

ეზოებში ასფალტის დაგებამდე მომზადდა საფუძველი და მოეწყო ბორდიურები.

 

პროექტს, რომლის სამუშაოებიც დასასრულს უახლოვდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენდი როუდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 392 391 ლარია.

 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

პირველ ეტაპზე ქალაქის 19 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ეზოს მოასფალტების სამუშაოები  ტარდება. საცხოვრებელი ბინების ეზოები კეთილმოუწყობელი და გადაადგილებისთვის მოუხერხებელი იყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მუნიციპალიტეტის მერიას ყველა საცხოვრებელი ბინის ეზოს კეთილმოწყობა აქვს დაგეგმილი -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner