logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნინო ლომჯარია აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“ - ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ
- +

9 ნოემბერი. 2021. 14:20

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“.

 

„რაც შეეხება სახალხო დამცველისა და სხვა „ნაციონალების“ განზრახვას მიზეზი არის მარტივი- სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ. ნინო ლომჯარია აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, რადგან ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

 

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner