logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: 2012 წლამდე საქართველოში მხოლოდ მმართველი ძალა იყო მდიდარი
- +

29 ივლისი. 2016. 18:16


ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ  2012 წლამდე უფრო მდიდარი საქართველო  ჩვენ არ გვქონდა ვიდრე ახლა.


ბესელიას თქმით, 2012 წლამდე ქვეყანაში მხოლოდ მმართველი გუნდი იყო მდიდარი.



„არის გაუმჯობესების დინამიკა და არა გაუარესების, რადგან 2012 წლამდე უფრო მდიდარი

საქართველო ჩვენ არ გვქონდა. გვქონდა უღარიბესი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდი იყო მდიდარი და ეს იყო ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა.  ასე რომ, ქვეყანაში სრულად დაძლევა უმძიმესი სოციალური პრობლემისა, წარმოუდგენელია.

 

ნახეთ, აშშ­ის გამოკითხვები - პირველ ადგილზე დასაქმების პრობლემაა, ასეთი უმდიდრესი ქვეყანა, რომელიც დღეს სხვა ქვეყნებს ეხმარება, ნახეთ, გერმანიაში, საფრანგეთში, ნახეთ სხვა ქვეყნებში, ყველაზე პირველი უსაფრთხოებასთან ერთად სახელდება სწორედ დასაქმების და სოციალური პრობლემები. 

ეს ყველა ქვეყნაში ასეა, ჩვენთვის კარგია ის, რომ ადამიანის უფლებებით არ იწყება ეს პრობლემები, რადგან ადამიანის უფლებით იწყება ყველა სხვა უფლების უზრუნველყოფა.

 

განათლებაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენს დროს გახდა ბაღები უფასო, ჩვენს დროს გახდა ფაკულტეტების დიდი ნაწილი უფასო, ჩვენს პერიოდში დაიწყო სტუდენტებისთვის დაფინანსების ახალი პროექტი, რომლითაც ისინი საზღვარგარეთ მიდიან და სახელმწიფო უხდის მათ ფულს.

სადოქტორო პროგრამები უფასო, სკოლაში უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ტრანსპორტირება, ახალი სკოლები... ეს ყველაფერი ჩვენს დროს კეთდება, ასე რომ, თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რა გაკეთდა? - ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული. თუ ვლაპარაკობთ იმაზე, დასრულდა თუ არა? - არ დასრულებულა ეს პროცესი",­ აცხადებს ეკა ბესელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner