logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის გინების ფაქტი მიუღებელია, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ცნობილია თუ რა წარსული აკავშირებს ციხესთან
- +

9 ნოემბერი. 2021. 14:43

 

 

„პენიტენციური სამსახურის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გინების ფაქტი მიუღებელია, ესაა პოზიცია, რაც ამ საკითხზე შემიძლია დავაფიქსირო“, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მისი თქმით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გინება სავარაუდოდ მოსალოდნელი იყო, რადგან ეს უკავშირდება მის წარსულს ციხესთან.

 

 „მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ თანაგუნდელს წამოსცდა, რომ 2012 წლამდე, როცა ის იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, განსაკუთრებით გლდანის ციხე წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე იყო. ცნობილია, რომ გლდანის ციხე იყო მიხეილ სააკაშვილის შემოქმედება. დღეს კი საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს. ის წლების განმავლობაში აწამებდა ადამიანებს. მისი დაკვეთით ხდებოდა ყველაფერი. ამის მსხვერპლი გახდა ათასობით ადამიანი. პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების ჩაბარება, ამ ყველაფრის ჩამდენ კაცზეა საუბარი. ეს რაც გითხარით არ არის სააკაშვილის წარსული, ესაა მისი აწმყო და მომავალი,“- განაცხადა კობახიძემ.

 

 

8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner