logo_geo
eng_logo
საქსტატი: საქართველოში, ყველა სახის დანაშაულში - მკვლელობით დაწყებული და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დამთავრებული, კაცები მთლიანი შემთხვევების 90%-ზე მეტს წარმოადგენენ
- +

9 ნოემბერი. 2021. 15:38

 

 

 

„მსოფლიო მასშტაბით არსებული ტენდენციის მიხედვით, კაცები გაცილებით ხშირად სჩადიან დანაშაულს. ეს ტენდენცია ძალზე გამოხატულია საქართველოში. ყველა სახის დანაშაულში, მკვლელობიდან დაწყებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დამთავრებული, მამრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ მთლიანი შემთხვევების 90%- ზე მეტს“, - ამის შესახებ საქსტატის სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში“ წერია.

 

პუბლიკაციის თანახმად, ბოლო წლებში, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულთა სტატისტიკა, სქესის მიხედვით, არსებითად შეიცვალა.

 

„2007-2011 წლებში დაზარალებულთა უმეტესობას კაცები წარმოადგენდნენ დაახლოებით 60 პროცენტიანი წილით. თუმცა, ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაზარალებულ ქალთა წილი სტაბილურად იზრდებოდა და 2020 წელს 50 პროცენტს გაუტოლდა. ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში კაცებზე მეტი ქალი დარეგისტრირდა, როგორც დაზარალებული, დიდწილად უკავშირდება ოჯახში ძალადობის საკითხებს, რომლის ძირითად მსხვერპლს წარმოადგენენ ქალები. საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების ფართო სპექტრია შემოღებული. ამ მიმართულებით გაწეულმა ძალისხმევამ გამოიწვია აღნიშნულ საკითხებში სოციალური ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი ზრდა. შედეგად, 2013 წელს ოჯახში ძალადობის 240 რეგისტრირებული მსხვერპლიდან, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 9 140-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რეგისტრირებული შემთხვევები, ოჯახში ძალადობის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. რეგისტრირებული საჩივრების და გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის ზრდა, სამართალდარღვევების სფეროში შეიძლება შეფასდეს, როგორც პოზიტიური მოვლენა“, - აღნიშნულია სტატისტიკურ პუბლიკაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner